მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 163 370 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Into the Jaws of Death 23-0455M edit.jpg
ოპერაცია ნეპტუნი — დესანტის გადასხმის ოპერაცია, ოპერაცია ოვერლორდის ნაწილი მეორე მსოფლიო ომში, 1944 წლის 6 ივნისს. მედიაში ხშირად მოიხსენიება როგორც D-Day ან ნორმანდიის დესანტი. ისტორიაში უდიდესი საზღვაო შეჭრა. ამ ოპერაციით დაიწყო საფრანგეთის და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გათავისუფლება გერმანული ოკუპაციისგან.

ოპერაციის დაგეგმვა ჯერ კიდევ 1943 წელს დაიწყო. შეტევის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოკავშირეებმა დაიწყეს ოპერაცია პირადი მცველი, რომლის მიზანიც იყო, რომ გერმანიას არ გაერკვია შეტევის სამიზნე და შეტევის თარიღი.

ბრძოლები 5 სანაპიროზე მიმდინარეობდა: ოქრო, ჯუნო, ომაჰა, იუტა და ხმალი. ოპერაცია ნეპტუნის შესრულებისას მოკავშირეებმა 4 414 მებრძოლი დაკარგეს. მუზეუმები, ომის მემორიალები და ჯარისკაცების სასაფლაოები ყოველწლიურად უამრავ სტუმარს მასპინძლობს.

HSSubpages.svg

დღის სტატია

The Beatles 1964 წელს
The Beatles1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ოთხეულში 1962 წლიდან შედიოდნენ: ჯონ ლენონი (რიტმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკ-კარტნი (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონი (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარი (დასარტყმელი საკრავები, ვოკალი). დაიწყო რა სკიფლით, ბიტით და 1950-იანი წლების როკ-ენ-როლით, ჯგუფმა საკუთარი მუსიკა მოგვიანებით აქცია ექსპერიმენტებად პოპულარული ჟანრის ბალადებთან ფსიქოდელიურ და მძიმე როკამდე, რასაც ნოვატორული სახით ერწყმოდა ხოლმე კლასიკური მუსიკა. The Beatles სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.

HSBild.svg

დღის სურათი

W-circle.svg

სიახლეები

სვანტე პააბო

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში


HSDagensdatum.svg

5 ოქტომბერი — ამ დღეს...

ბითლები
  • 1665 : დაარსდა კიელის უნივერსიტეტი.
  • 1864 : ინდოეთის ქალაქი კალკუტა თითქმის მთლიანად დაინგრა ციკლონის გამო; 60 000 ადამიანი დაიღუპა.
  • 1910 : პორტუგალიაში მონარქია გაუქმდა და რესპუბლიკა გამოცხადდა.
  • 1962 : The Beatles-მა (სურათზე) ბრიტანეთში პირველი სინგლი „Love Me Do“ გამოუშვა.
  • 1986 : ბრიტანეთის გაზეთმა „სანდეი ტაიმზი“ ისრაელის საიდუმლო ბირთვული იარაღი გამოააშკარავა.
  • 1991 : ლინუქსის პირველი ოფიციალური ვერსია 0,02 გამოვიდა.
  • 2000 : ბულდოზერის რევოლუცია: ბელგრადში მასობრივი დემონსტრაციების შედეგად სერბეთის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი გადადგა.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა